საქართველოს დროშის ფრიალი ნებისმიერ ქვეყანაში საამაყოა და რა თქმა უნდა, რუსეთშიც საამაყო იქნება - პაპუაშვილი

26.11.26 15:49
საქართველოს დროშის ფრიალი ნებისმიერ ქვეყანაში საამაყოა და რა თქმა უნდა, რუსეთშიც საამაყო იქნება - პაპუაშვილი

საქართველოს დროშის ფრიალი ნებისმიერ ქვეყანაში საამაყოა და რა თქმა უნდა, რუსეთში საქართველოს დროშის ფრიალიც საამაყო იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა მიხაილ გალუზინს და გიორგი ზურაბაშილს შორის მომდევნო შეხვედრასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ "პრემიერი გადაწყვეტს, საბოლოოდ, როდის, სად და რა ფორმატით გაიმართება შეხვედრა".

„რუსეთი უნდა ჩამოყალიბდეს, რა ურთიერთობა უნდა საქართველოსთან. ჩვენ კარგი და კეთილმეზობლური ურთიერთობებისთვის ერთადერთი ბარიერი გვაქვს, ეს არის ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მხრიდან. როგორც კი ეს ბარიერი მოიხსნება, ურთიერთობებისთვის ბარიერი არ იარსებებს. გზა მხოლოდ დიალოგია. ეს გაგრძელდება. მნიშვნელოვანია ეს დიალოგი გამჭვირვალე იყოს. ჩვენ ყველასთან მიმართებით ვართ თანმიმდევრულები. როგორც ევროკავშირთან და ბრიუსელთან ურთიერთობაში ვართ გამჭვირვალე, ხალხს ვეუბნებით, რას ითხოვენ ჩვენგან",- აღნიშნა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები