ვინ არის კობახიძის ჯოკერი ღარიბაშვილის წინააღმდეგ - "ოცნების" უხილავი ბრძოლის დეტალები

11.12.21 20:14
ვინ არის კობახიძის ჯოკერი ღარიბაშვილის წინააღმდეგ - "ოცნების" უხილავი ბრძოლის დეტალები

პირველობისათვის ბრძოლა "ქართულ ოცნებაში" გრძელდება. გავლენები ორმა ირაკლიმ ვერ გაიყო. ღარიბაშვილის და კობახიძის უხილავი ბრძოლის ამბავს ნათელი ამის შემდეგ მოეფინა, რაც თანამდებობა პირველმა მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დატოვა. ტიკარაძე ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრია.

"შაბათის ეთერმა" კულუარული დეტალები გაარკვია. 7 დეკემბერს დილის 11 საათზე, სხდომაზე შესულ ეკატერინე ტიკარაძეს აგრესიული ღარიბაშვილი დახვდა. ოცამდე მოწმის თვალწინ პრემიერმა ყვირილი დაიწყო "ან დამემორჩილეთ, ან წადით". უყვიროდა ღარიბაშვილი საკოორდინაციო საბჭოს სამ წევრს  - ეკა ტიკარაძეს, ამირან გამყრელიძეს და თამარ გაბუნიას. ტიკარაძე კი  მოქმედ პრემიერს უმეორებდა, რომ მისი მონა არავინ იყო.

ვითარება კიდევ უფრო მაშინ დაიძაბა, როცა ირაკლი ღარიბაშვილი მაგიდაზე ხელების ბრახუნზე გადავიდა. დაპირისპირების ერთ-ერთი  მიზეზი კოვიდპასპორტები იყო. 

კონფლიქტის მიზეზი იყო ასევე დასაქმების პროგრამაც. პრემიერმა ღარიბაშილმა  ჯანდაცვის სამინისტროს წაართვა და ცოტა ხნის წინ თქვა, რომ სოციალურად დაუცველების დასაქმებაზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო იზრუნებს.

ღარიბაშვილის გაღიზიანება ასევე ეკა ტიკარაძის პოზიციამ გამოიწვია, როცა მან მიხეილ სააკაშვილის დედა ჯანდაცვის სამინსიტორში შეხვედრაზე დაიბარა. 

ადამიანი ტიკარაძის გარემოცვიდან "შაბათის ეთერს" უყვება, რომ ჯანდაცვის მინისტრს აქვს  ეჭვი, რომ ანტივაქსერების მასშტაბური აქციების უკან ღარიბაშვილი იდგა.

ეკა ტიკარაძე ირაკლი კობახიძის გუნდში რჩება. კობახიძეს და ღარიბაშვილს შორის დაპირისპირება ახლა ყველაზე მწვავე ფაზაშია. ამიტომ პარტია "ქართული ოცნების" თავმდჯომარემ ჯანდაცვის მინისტრის  მიმხრობით ღარიბაშვილის გადაყენების მომხრეთა ჯგუფი კიდევ უფრო გააძლიერა.

"ქართლი ოცნების" ერთ-ერთი წევრი "შაბათის ეთერს" უყვება, რომ კობახიძე ახლა გუნდის შიგნით ღარიბაშვილის მოწინააღმდეგე  რაზმს აძლიერებს და აძლიერებს და გადამწყვეტ მომენტს ელოდება.
კახა კუჭავას იმიჯს ირაკლი კობახიძე ახლა ყველაზე მეტად უფრთხილდება. ნაკლებად აგრესიული რიტორიკის მქონე კუჭავა  "ქართული ოცნებისთვის" ყველზე საჭირო კადრია. თავად კუჭავა არ ადასტურებს, რომ გუნდში დაპირისპირებაა.

საქართველოს მთავრობის 12 მინისტრიდან, სამს პირადად ირაკლი ღარიბაშვილი აკონტროლებს:  თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს , იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს და კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს. ინფრასტრუქტის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, რომელსაც ყველაზე ბევრი ფული აბარია, პირდაპირ კავშირზეა ივანიშვილთან, ის ხელშეუხებელთა სიაშია. ივანიშვილის კადრია განათლების მინისტრი ჩხენკელი. ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას კი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი ლობირებს, ამიტომ თამამად ამბობს, რომ ხელშეუხებელია.  

 

 

 

 


 

 

მსგავსი სიახლეები