ბეშიქთაშის გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ - ვითარება ბათუმში

26.11.26 21:38
ბეშიქთაშის გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ - ვითარება ბათუმში

 

 

ბათუმი არენაზე დაძაბულობაა - არსებული ინფორმაციით, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც პოლიციამ სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა.

ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, გულშემატკივრები პოლიციელების მისამართით სხვადასხვა ნივთს ისვრიან. ამ ეტაპზე ზუსტდდება არიან თუ არა დაკავებულები.

მანამდე თურქმა გულშემატკივრებმა სტადიონის შიგნით პალესტინის დროშა გაშალეს და ანტიისრაელური შეძახილები დაიწყეს. 

სამართალდამცავებმა მათ დროშა წაართვეს. აღნიშნულ ეპიზოდში ჩანს შეხლა-შემოხლა - თუმცა ვინმეს დაკავების შესახებ ჯერ-ჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

ბათუმში ერთმანეთს საფეხბურთო გუნდები -თურქეთის  "ბეშიქთაში" და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევა“ დაუპირისპირდებიან. 

მატჩის მასპინძელი სტადიონის შეცვლა უეფამ გადაწყვიტა. უეფას განმარტებით, თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე ორგანიზაციას აცნობა, რომ შეხვედრის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იყო. შესაბამის მხარეებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის მატჩს საქართველო უმასპინძლებს.

თურქეთსა და ისრაელს შორის პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობები ისრაელ-ღაზის ომის გამო გაუარესდა.

მსგავსი სიახლეები