წამება ფსიქტროპულებით - "ემპათიას" დასკვნის საფუძველზე სტრასბურგში სარჩელი გადაიგზავნება

12.12.21 13:33
წამება ფსიქტროპულებით - "ემპათიას" დასკვნის საფუძველზე სტრასბურგში სარჩელი გადაიგზავნება

წამება ფსიქოტროპულებით - "პირველების" ინფორმაციით, ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის ათასგვერდიანი დასკვნის საფუძველზე სატრასბურგისთვის სარჩელს იურისტი გიგა ლემონჯავა ამზადებს.

ლემონჯავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელს უახლოეს დღეებში გადააგზავნის. გამორიცხული არ არის, აღნიშნული სარჩელი მესამე პრეზიდენტის გათვაისუფლების საფუძველი გახდეს.

მიხეილ სააკაშილი იმყოფება ღირსების შემლახავი, არაადამიანური მოპყრობის და წამების ქვეშ. ეს ყელაფერი გულისხმობს არა მხოლოდ ფიზიკურ ზემოქმედებას მასზე. ახლადგამოვლენილი გარემოებების მიხედვით ეს ყველაფერი გულისხმბს ე.წ. ფარრმაკოლოგიური წამების კომპონენტსაც, როდესაც მისდამი განხორციელდა იმგვარი მედიკამენტების მიცემა, რომელთა მიცემაც აბსოლუტურად არ იყო მიზანშეწონილი მისი მკურნალობის მიზნებიდან გამომდინარე. ადამიანის უფლებათ ევროპული სასამართლო აუცილებლად დაადგენს ევროპული კონვენციის მესამე მუხლის დარღვევას, რაც გულისხმობს წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, ასევე ღრსების შემლახავ და დამამცირებელ მოპყრობას, - ამბობს იურისტი. 

დღეს მიხეილ სააკაშვილს სახალხო დამცველი და მისი ეგით შექმნილი კონსილუმიც მოინახულებს.

მსგავსი სიახლეები