ჩვენ ქართველი ხალხის, პოლიტპატიმრებისა და მათი ოჯახების გვერდით ვდგავართ - საქართველო, ევროპა შენი სახლია - ავსტრიელი ევროპარლამენტარი

28.11.26 14:17
ჩვენ ქართველი ხალხის, პოლიტპატიმრებისა და მათი ოჯახების გვერდით ვდგავართ - საქართველო, ევროპა შენი სახლია - ავსტრიელი ევროპარლამენტარი

ავსტრიელი ევროპარლამენტარი, რეინჰოლდ ლოპატკა, სოციალურ ქსელ X-ზე საქართველოში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მეორე წლისთავს ეხმაურება და ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.

მისი თქმით, დღევანდელი დღე ქართველი ხალხისთვის პატივის მიგების გარეშე ვერ ჩაივლის.

ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ ევროპელი პარტნიორები კვლავაც გააგრძელებენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების დასანქცირების მოთხოვნას.

„ევროპული მომავლის დასაცავად ქართული წინააღმდეგობის ორი წელი. ჩვენ ქართველი ხალხის, პოლიტპატიმრებისა და მათი ოჯახების გვერდით ვდგავართ. ჩვენ მათი გათავისუფლებისა და რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნას გავაგრძელებთ. საქართველო, ევროპა შენი სახლია!“, - წერს ლოპატკა X-ზე.

მსგავსი სიახლეები