“ოცნების“ 2 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანა უკომპასოდაა დარჩენილი და გაუგებარია საით მივდივართ - ჯანელიძე

28.11.26 14:34
 “ოცნების“ 2 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანა უკომპასოდაა დარჩენილი და გაუგებარია საით მივდივართ - ჯანელიძე

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, პაპუნა ჯანელიძე, სოციალურ ქსელში საქართველოში უწყვეტი პროტესტის დაწყების მეორე წლისთავს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ “ოცნების“ ორი წლის წინ მიღებული ყოვლად გაუმართლებელი და ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებით ქვეყანა მხოლოდ დაზარალდა.

ჯანელიძის შეფასებით, დღეს საქართველო შიდა და გარე საფრთხეების წინაშე მოწყვლადია და „უკომპასოდ“ არის დარჩენილი.

დღეს 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები ქართული ოცნების ყოვლად გაუმართლებელ და ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელ გადაწყვეტილებას დაუპირისპირდნენ. მიუხედავად ქართული ოცნების მძიმე რეპრესიებისა, არ გატყდნენ და აგრძელებენ ბრძოლას ციხიდან თუ რუსთაველიდან. ისინი არიან ჩვენი დროის გმირები და მადლობა მათ ამ ბრძოლისთვის.

ამ პერიოდმა კარგად აჩვენა დანარჩენ საზოგადოებას, რომ 2 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილებით ქვეყანა მხოლოდ დაზარალდა. საქართველო არის მოწყვლადი როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეების წინაშე. დარჩენილია უკომპასოდ და გაუგებარია საით მივდივართ, რა ქვეყანას ვაშენებთ, რა ღირებულებებს ვიცავთ და რას ვუტოვებთ მომავალ თაობას.

ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლა მარადიულია და იგი ყოველთვის გაიმარჯვებს!,- წერს ჯანელიძე. 

მსგავსი სიახლეები