სააკაშვილის მკურნალობა ავსტრიასა და გერმანიაშია შესაძლებელი - ოთარ თოიძე

12.12.21 15:29
სააკაშვილის მკურნალობა ავსტრიასა და გერმანიაშია შესაძლებელი - ოთარ თოიძე

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის კონსილიუმის ერთ-ერთი ექიმი, ნევროლოგი ოთარ თოიძე თვლის, რომ მესამე პრეზიდენტის მკურნალობა მულტირპოფილურ, სპეციალიზირებულ კლინიკაშია საჭირო, ასეთ კი საქართველოში არ არის.

მედიკოსის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა ავსტრიაში ან გერმანიაში უნდა მოხდეს. 

იგი ნადმვილად ღებულობდა ისეთ ფსიქოტროპულ მედიკამენტს, რომელიც მას არ უნდა მიეღო თავისი ავადმყოფობიდან გამომდინარე. დანიშნულების მოტივი იყო ძილის შეუძლებლობა. თქვენ გახსოვთ ის, რომ ლაპარაკი იყო ციხის სიტუაციაზე, მერე ლაპარაკი იყო "შმოკებზე", რომელიც არის ძილის დარღევის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი პაციენტშ, რომელსაც ისედაც ფსიქოლოგიური დაძაბული მდგომარეობა აქვს. საჭიროა მულტირპროფილური, მაგრამ უკვე სპეციალიზირებული დაწესებულება, რომელიც საქართელოში არ გვაქვს. ძირითადი ქვეყნებია ავსტრია და გერმანია, - თქვა ოთარ თოიძემ. 

მსგავსი სიახლეები