ივანიშვილის მხარესაც დგას ბოროტება - პროტესტში მყოფების მხარეს დგას ღირსება - ირაკლი კუპრაძე

28.11.26 21:12
ივანიშვილის მხარესაც დგას ბოროტება - პროტესტში მყოფების მხარეს დგას ღირსება - ირაკლი კუპრაძე

 

 

„არ დარჩება დაუსჯელი არავინ, ვინც ბოროტება ჩაიდინა ქართველი ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ“ - ამის შესახებ  კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. 

პოლიტიკოსი თბილისში მიმდინარე აქციაზე იმყოფება. 

კუპრაძის თქმით, 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე ყოველდღიურად ირღვევა კონსტიტუცია, მიიღება რეპრესიული კანონები და ზიანი ადგება ქვეყნის ეკონომიკას, ეკლესიას, დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას. მან ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა მოქალაქეების ხარჯზე გამდიდრებასა და ქვეყანაში ვითარების გაუარესებაში დაადანაშაულა.

პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებებისთვის არავინ დარჩება დაუსჯელი. მისივე თქმით, წინააღმდეგობა და ეროვნული ღირსების დაცვა გაგრძელდება ნებისმიერი ფორმით და კონკრეტული ადამიანების ჩართულობით.

ეს ორი წელი იყო ძალიან მძიმე ორი წელი - დევნის,  დევნის იმისთვის, რომ სიმართლე იყო ჩვენს მხარეს. მიუხედავად მცირე დამარცხებებისა და წაგებისა რამდენიმე ბრძოლის, ეს იყო მთავარი ბრძოლა - დასრულდა გამარჯვებით, ღირსებისთვის ბრძოლა. ორი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი მედია, ჟურნალისტები - ყველა ვიბრძვით ღირსებისთვის, ღირსების შესანარჩუნებლად. ამიტომ ამ ღირსების აყრა გადაწყვიტეს ამათმა. 15-მა კაცმა, რომელიც მდიდრდება დღეს საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე, ძარცვავს საქართველოს ბიუჯეტს, დასცინის საქართველოს მოქალაქეებს, ღებულობს რეპრესიულ კანონმდებლობას, არღვევს საქართველოს კონსტიტუციას ყოველდღიურად. 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ამ დროის განმავლობაში მილიარდებით გამდიდრდა ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა, გაანადგურეს საერთოდ ყველაფერი, ყველა ეკონომიკური საწყისი. ებრძვიან საქართველოს, ებრძვიან საქართველოს ეკლესიას, ებრძვიან დამოუკიდებელ მედიას, ებრძვიან სამოქალაქო საზოგადოებას. ეს არის ივანიშვილი, რომლის მხარესაც დგას ბოროტება. აქეთ მხარეს დგას ღირსება.

ჩვენ ამ ბრძოლაში და წინააღმდეგობაში ვიქნებით, მიუხედავად იმისა, ამ სამარცხვინო ცირკს ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილი როგორ დაასრულებს" - თქვა მან. 

დღეს, 28 ნოემბერს ევროინტეგრაციაზე მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ "ქართული ოცნების" განაცხადისა და საქართველოში საპროტესტო აქციების სასტიკი დარბევიდან ორი წლისთავზე, თბილისში ხალხმრავალი დემონსტრაცია იმართება. 

მსგავსი სიახლეები