„არ მივცემთ ივანიშვილს საშუალებას შეჭამოს ჩვენი სული“ - კახა მიქაია
„არ მივცემთ ივანიშვილს და კალაძეს, შეჭამონ ჩვენი სული და მშვენიერება“ - ამის შესახებ პოლიტიკოსმა კახა მიქაიამ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მან "პირველებთან" მერაბ კოსტავას სიტყვები გაიხსენა და თქვა, რომ საზოგადოება ბიძინა ივანიშვილსა და კახა კალაძეს ქართველების სულისა და მშვენიერების განადგურების უფლებას არ მისცემს.
მიქაიამ ხელში ეჭირა ბანერი წარწერით - „ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!“ და აღნიშნა, რომ ეს გზავნილი კვლავ აქტუალურია.
მან პროტესტის მონაწილეებთან ერთად „რუსული რეჟიმის“ დასრულებაზე ისაუბრა და მხარდაჭერა გამოხატა თავისუფალი, ევროპული და დამოუკიდებელი საქართველოს მიმართ.
„მერაბ კოსტავამ ზუგდიდში თქვა ესეთი სიტყვები: „რუსებმა შეჭამესო ქართველების სული და მშვენიერება“. ჩვენ არ მივცემთ ბიძინა ივანიშვილს და კალაძეს, შეჭამონ ჩვენი სული და მშვენიერება, რაც გვჭირს რუსების და მოღალატე ქართველებისგან. ამიტომ ეს ბანერი არის ისევ აქტუალური: „ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!“ ბორია, [ გულისხმობს ბიძინა ივანიშვილს] ძირს შენი რუსული რეჟიმი! გაუმარჯოს თავისუფალ, ევროპულ, დამოუკიდებელ საქართველოს!“