რეკომენდირებული იყო ფსიქიატრის ჩართულობა - ომბუდსმენი გორის ჰოსპიტალში მივიდა
სახალხო დამცველი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია. ნინო ლომჯარია ადგილზე ალეტრანტიულ კონსილიუმთან ერთად მოვიდა, რომელსაც კიდევ ერთი ექიმი, ფსიქიატრი მარინა კურატაშვილი დაემატა.
ფსიქიატრმა დღეს მესამე პრეზიდენტის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ნევროლოგის ჩართულობით უნდა შეაფასოს.
ბოლო ვიზიტი ჩვენ 23 ნოემბერს განვახორციელეთ, მას შემდეგ გარკვეული დრო გავიდა, ამიტომ სამეცინო შემოწმება მოხდება, გაეცნობიან სამედიცინო ჩანაწერებს და შემდგომ ტრადიციულად იქნება მათი დასკვნა და რეკომენდაციები ჩატარებულ თუ ჩასატარებელ მკურნალობასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ პაციენტის მართვაში და მკურნალობაში სასურველია რომ მონაწილეობა მიეღო ფსიქიატრს და ფსიქოლოგს, იმიტომ, რომ გარკვეულ სტრესზე იყო საუბარი. ასევე გაჟღერდა ალტერნატიული ექსპერტების თუ ადვოკატების და პირადი ექიმის მხრიდან, რომ გარკვეული პრობლემებია ამ მიმართულებით, ამიტომ ჩავთალეთ საჭიროდ, რომ დასამატებელია ამ მიმართულებით შესაბამისი ექსპერტიზა, - თქვა ნინო ლომჯარიამ.