კონსილიუმმა პაციენტის საქმე შეისწავლა, გავრცელდება დასკვნა რეკომენდაციებით - ომბუდსმენი
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა კონსილიუმმა დეტალურად შეისწავლა. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
ომბუდსმენის თქმით, მედიკოსები დასკვნას მალე გაასაჯაროებენ.
ყველა სპეციალისტმა თავისი მიმართულებით შეისწავლა პაციენტის საქმე ძალიან დეტალურად. ასევე, ჩატარდა მისი უშუალო გასინჯვა შესაბამისი სპეციალისტების მიერ. შემდგომ, ბუნებრივია, იქნება საჯაროდ, გავრცელდება დასკვნა რეკომენდაციებით და თავისი შეფასებებით. რაც პრობლემურად მეჩვენება არის ის, რომ ღია სივრცე არ არის აქ უზრუნველყოფილი, სადაც ის როგორც პატიმარი ისარგებლებდა სეირნობის უფლებით და ასევე როგორც ვიცი, მას როგორც პაციენტს სჭირდება უფრო მეტი დატვირთვა და ეს პრობლემურად მეჩვემება, - ამბობს ლომჯარია.