სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია - ნიკოლოზ ყიფშიძე
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია - ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა. ყიფშიძემ ის პრობლემები ჩამოთვალა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის აღენიშნება.
პრეზიდენტის პირადი ექიმი მიიჩნევს, რომ მკურნალობა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის გადის, საკმარისი არ არის.
პრეზიდენტის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. პლიუს ამას დაემატა რამდენიმე ახალი პატარა რაღაცეები. პირველ რიგში, ეს არის კუწ-ნაწლავის პრობლემები და მეორე ეს არის ნერვოდეფიციტი. თერაპიულ დოზებ შეიძლება არ აღემატებოდეს ის დოზა, რასაც პრეზიდენტი ღებულობდა, მაგრამ ჩემი აზრით, ეს დოზა ძალიან დიდი იყო მის მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფისთვის. არ არის ბოლომდე მკურნალობა ადექვატური იმისა, რაც სჭირდება, - განაცხადა ყიფშიძემ.
ნიკოლოზ ყიფშიძემ და მარიამ ჯიშკარიანის კონსილიუმის წევრ ექიმმა, ოთარ თოიძემ მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშ მოინახულეს.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას