ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი - "ოცნებაში" ისევ ვერ შეთანხმდნენ
მმართველ პარტიაში ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატურაზე ვერ შეთანხმდნენ. სავარაუდო კანიდატებთან დაკავშირებით, უმრავლესობის დეპუტატები ირაკლი ღარიბაშვილის გარეშე, საუბრისგან თავს იკავებენ. კანდიდატურებს შორის არიან არჩილ თალაკვაძე, ნინა კობახიძე და ექიმი ლევან რატიანი.
"ქართული ოცნების" დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ არჩილ თალაკვაძე ჯანდაცვის მინისტრობას თავს კარგად გაართმევს.
არ ვიცით ჯერ წინასწარ რომელ კანდიდატურაზე შეაჩერებს ყურადღებას პრემიერ-მინისტრი, რაც შეეხება თქვენ კითხვას არჩილ თალაკვაძესთან დაკავშირებით, პიროვნულად კოლეგიურად არჩილს აქვს ეს თვისება, რესურსი, მაგრამ ჯერ საუბარი არ არის არცერთ კანდიდატურაზე. ამას ჩვენ ყველა ერთად ვნახავთ, როცა პრემიერი ამას განაცხადებს", - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტი 9 დეკემბერს დატოვა. "ტვ პირველის" ინფორმაციით, დაპირისპირება ეკატერინე ტიკარაძესა და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შორის "მწვანე პასპორტების" საკითხს მოჰყვა.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას