ეკატერინე ტიკარაძე მთავრობის სხდომაზე არ მივიდა

13.12.21 11:14
ეკატერინე ტიკარაძე მთავრობის სხდომაზე  არ მივიდა

მთავრობის ადმინისტრაციაში დილიდან მინისტრები იკრიბებიან, თუმცა ადგილზე ამ დრომდე არ გამოჩენილა ეკატერინე ტიკარაძე. როგორც ჩანს, გადამდგარი მინისტრი მთავრობის სხდომას არ დაესწრება. ორშაბათის ტრადიცია დაარღვია და განცხადებ არ გაუკეთებია პრემიერ-მინისტრსაც.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ეკატერინე ტიკარაძის ბოლო რანდევუ სამშაბათს შედგა, რაც ჩხუბითა და დაპირისპირებით დასრულდა. "პირველების" ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი ე.წ. მწვანე პასპორტების საკითხი გახდა. 

მსგავსი სიახლეები