უჭირს ფეხზე დგომა, გადაადგილება, სტრესი მოხსნილი არ აქვს - ექიმი სააკაშვილზე

13.12.21 11:31
უჭირს ფეხზე დგომა, გადაადგილება, სტრესი მოხსნილი არ აქვს - ექიმი სააკაშვილზე

სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმი, გიორგი გეგელია, ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი ადექვატური მკურნალობის გაგრძელებას საჭიროებს. მედიკოსის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სტრესულ მდგომარეობაშია, რასაც დახურული სივრცე და ადგილზე ბადრაგების ყოფნა კიდევ უფრო ამძაფრებს. 

არის ჯერ კიდევ სომატური დარღვევები, რომელიც საჭიროებს მკურნალობას. მაგალითად, მას აქვს ნევროლოგიური პრობპლემები, უჭირს გადაადგილება, უჭირს ფეხზე დგომა, აქვს კუჭ-ნაწლავის პრობლემები. პირველ პლანზე გამოვიდა მისი ე.წ. ფსიქონევროლოგიური პრობლემები. თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ იქნება სწორად ნამკურნალევი თერაპევტების მიერ, ეს შეიძლება, გადაიზარდოს უკვე შეუქცევად დაზიანებებში. საბოლოო დასკვნა ჯერ არ გვაქვს, მაგრამ სწორედ ამაზე იქნება ყურადღება გამახვილებული. სტრესი მას მოხსნილი არ აქვს, იმიტომ, რომ აქვს ტიპიური გართულებები, რაც გამოიხატება, ვთქვათ, შფოთვაში, შიშს სინდრომი აქვს აი, ამ ბადრაგებს რომ უყურებს, დახურულ სივრცეში რომ არის, - თქვა გიორგი გეგელიამ. 

მსგავსი სიახლეები