შეხვედრა უმწვავესი კრიზისის დასაძლევად - სამიდან ორი პრეზიდენტი მოლაპარაკებისთვის მზადაა, მოქმედი დუმს
სამიდან ორი პრეზიდენტი მოლაპარაკებისთვის მზადაა - პასუხი მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე არ უთქვამს მოქმედ პრეზიდენტს.
"გთავაზობთ სამი პრეზიდენტის შეხვედრას გორის სამხედრო ჰოსპიტალში" – მიმართა სააკაშვილმა ზურაბიშვილს 2 დღის წინ, მას შემდეგ, რაც აშშ-ის ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ წამოიწყებს „ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისის განმუხტვისთვის, მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, სალომე ზურაბიშვილს საგანგებო შეხვედრა რამდენიმე თვის წინ "ტვ პირველის" ეთერიდან შესთავაზა:
მარგველაშვილი ამბობდა, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობით უნდა დაინტერესდეს.
რაც შეეხება ზურაბიშვილის უახლეს განცხადებას, გიორგი მარგველაშვილი "პირველებთან აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა "დროული, სწორი და ვითარების ადეკვატური" გზავნილები გააჟღერა.
დემოკრატიის სამიტზე ქალბატონი პრეზიდენტის განცხადება ჩემი აზრით, დროული, სწორი და ვითარების ადეკვატური იყო. იმ რთული ვითარების ადეკვატურად, რომელშიც არის ქვეყანა და რეგიონი.
ჩემი აზრით, ბატონი სააკაშვილის შეთავაზებული ფორმატიც ამ წინადადების ადეკვატური განვითარებაა. რა შანსები აქვს, ამას დრო გვიჩვენებს.
ეს იყო ჩემი შეთავაზებული იდეა საზოგადოებისთვის. მიმაჩნია, რომ ეს სწორი ფორმატია. წინასწარ დღის წესრიგის განსაზღვრა ამ ეტაპზე რთულია, მიზანი ვითარების დეესკალაცია უნდა იყოს. ქვეყნის შიგნით და მეორე ქვეყნის გარეთ არსებული ძალიან რთული ვითარების ადეკატურად მოქმედებაა საჭირო"- აღნიოშნავს მარგველაშვილი.
ცნობისთვის, სააკაშვილი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს მეოთხეპრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან, ერთად გორის ჰოსპიტალში შეხვედრას სთავაზობს, ამბობს, რომ ის შეწყალებას არც ამ შეხვედრაზე მოითხოვს.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას