პატიმარ სააკაშვილის უცხოეთის კურორტებზე გაგზავნა დღის წესრიგში ნამდვილად არ გვაქვს - მაჭარაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობას გუნდში არ განიხილავენ.
პატიმარ სააკაშვილის უცხოეთის კურორტებზე გაგზავნის საკითხი დღის წესრიგში ნამდვილად არ გვაქვს, რადგან ეს საქართველოს საზოგადოებამ არ დასვა. ყველა პატიმრის და მათ შორის, სააკაშვილის, ჯანმრთელობის მდგომარეობა კონტროლდება და აქედან გამომდინარე, არ მგონია, საჭირო იყოს ამაზე დამატებითი კომენტარები. არ აინტერესებს საზოგადოებას მისი არც მენიუ, არც მედიკამენტების ჩამონათვალი. მისი პირადი საქმეა, რას შეჭამს, რა წამლებს მიიღებს და ა.შ. საზოგადოებას ამის ინტერესი ნამდვილად არ აქვს“, - თქვა მაჭარაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას