ანტიფსიქოზური საშუალება, რომელიც სააკაშვილს დაენიშნა, არსად არ არის გაწერილი - ჯიშკარიანი

13.12.21 13:25
ანტიფსიქოზური საშუალება, რომელიც სააკაშვილს დაენიშნა, არსად არ არის გაწერილი - ჯიშკარიანი

ანტიფსიქოზური, ნეიროლეფსიური საშუალება, რომელიც სააკაშვილს დაენიშნა, გაწერილი არსად არ არის ,  - ამის შესახებ  "ემპათიას" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა, განაცხადა. ჯიშკარიანის თქმით, მოცულობით დასკვნა, რომელსაც ექსპერტები  ამზადებენ, მზად რამდენიმე დღეში იქნება. 

ჩვენი დასკვნა, რომელიც იქნება საკმაოდ მოცულობითი, რამდენიმე დღეში იქნება მზად, ვინაიდან თვითონ დოკუმენტაცია, რომელსაც ჩვენ ვსწავლობთ ამჟამად, არის ძალიან მოცულობითი. რუსთავის მე-12-ე დაწესებულებაში შესვლისთანავე, მეორე დღეს, მას დაენიშნა ანტიფსიქოზური, ნეიროლეფსიური საშუალება, რომლის ჩვენებაც არსად არ არის გაწერილი. არც ერთი დიაგნოზი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ციხეთა სისტემაში, თუ  გორის ჰოსპიტალში, აქვს დადგენილი  ფსიქიკური პრობლემების გამო, არ შეესაბამება ამ მედიკამენტის, ეს არის მედიკამენტი კეტილეპტი, სტანდარტებს, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

 

მსგავსი სიახლეები