ტიკარაძეს შეცვლის ღარიბაშვილის კადრი, რომელიც უსიტყვოდ დაემორჩილება მას - უდუმაშვილი

13.12.21 13:27
ტიკარაძეს შეცვლის ღარიბაშვილის კადრი, რომელიც უსიტყვოდ დაემორჩილება მას - უდუმაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი, დარწმუნებულია, რომ ჯანდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის კადრი გახდება. უდუმაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრს ამ პოსტზე ისეთი ადამიანი სჭირდება, რომელიც მას უსიტყვოდ დაემორჩილება.

ნებისმიერ შემთხვევაში ტიკარაძეს შეცვლის ღარიბაშვილის კადრი, ამაში დარწმუნებული ვარ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ღარიბაშვილს სურს, ამ პოსტზე ჰყავდეს ადამიანი, რომელიც უსიტყვოდ დაემორჩილება მას და შეასრულებს ყველა მის დავალებას უსიტყვოდ. ეს არ ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემაში ვითარება გაუმჯობესდება, პირიქით, კიდევ უფრო გაუარესდება", - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კულუარული ინფორმაციით, ტიკარაძის შემცვლელად განიხილეიან: არჩილ თალაკვაძე, ნინა კობახიძე და ლევან რატიანი. ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტი 9 დეკემბერს დატოვა, თუმცა მოვალეობას წლის ბოლომდე შეასრულებს. 

მსგავსი სიახლეები