მთავრობა არ კომპლექტდება პროფესიონალური ნიშნით - ბადრი ჯაფარიძე ტიკარაძის სავარაუდო შემცვლელზე

13.12.21 15:18
მთავრობა არ კომპლექტდება პროფესიონალური ნიშნით - ბადრი ჯაფარიძე ტიკარაძის სავარაუდო შემცვლელზე

"ლელოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელს "ქართული ოცნება" გუნდისადმი ლოიალურობის კუთხით აარჩევს. ჯაფარიძის თქმით, მინისტრთა კაბინეტი პროფესიონალიზმის ნიშნით არ კომპლექტდება და მმართველი გუნდი ამ კრიტერიუმებს არც ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურის არჩევის დროს შეცვლის.

საქართველოს მთავრობა არ კომპლექტდება პროფესიონალური ნიშნით, ის კომპლექტდება ლოიალურობის ნიშნით "ქართული ოცნების" ლიდერების და დამფუძნებლის მიმართ, არ მგონია რომ ეს კრიტერიუმი შეცვალოს "ქართულმა ოცნებამ" ამიტომ დიდი მოლოდინი არ მაქვს.

რაც შეეხება ტიკარაძის გადადგომას, როგორც ჩანს იყო კონფლიქტი, გარკვეული შეუთანხმებლობა ალბათ. ეჭვი მაქვს როლი ითამაშა, რომ ტიკარაძე დაეთანხმა კონსილიუმის  მოსაზრებას სააკაშვილის მკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით და აუცილებლობასთან დაკავშირებით, რომ უნდა გადაეყვანათ მულტიფუნქციურ სამედიცინო დაწესებულებაში", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ კულუარული ინფორმაციით, ტიკარაძის შემცვლელად განიხილეიან: არჩილ თალაკვაძე, ნინა კობახიძე და ლევან რატიანი. ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტი 9 დეკემბერს დატოვა, თუმცა მოვალეობას წლის ბოლომდე შეასრულებს.  

მსგავსი სიახლეები