41 მახათი შოთაძეს - პროკურატურასთან აქცია იმართება
პროკურატურასთან აქცია იმართება. აქტივისტებმა მთავარ პროკურორს საჩუქრად 41 მახათი მიუტანეს. აქტივისტების თქმით, ისინი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, მახათს ბიძინა ივანიშვილის ერთგული მსახურებისთვის გადასცემენ. აქციის მონაწილეები საგამოძიებო სამსახურს "ქართული ოცნების" პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში ამხელენ და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.
ჩვენ დღეს 41 მახათს გადავცემთ ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებულ მსახურს შოთაძეს, რომლის მეორე მოსვლაც უკვე ვიხილეთ, ჩვენ არ ვიცით, რა დანიშნულებით გამოიყენებენ ამ მახათებს. ქვეყანა ჩალით არ არის დაფარული და ცხადად ვხედავთ მათ მოქმედებას. ჩვენ არ დავხუჭავთ თვალს, არ შევეგუებით და დავასრულებთ ერთხელ და სამუდამოდ ამ უსამართლობას მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებით, რომელიც იმყოფება რუსული რეჟიმის ტყვეობაში სრულიად აბსურდული ბრალდებით", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ ოვსკი.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას