ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმე - პუბლიცისტი მაია ორჯონიკიძე გამოკითხვაზე დაიბარეს

13.12.21 14:58
ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმე - პუბლიცისტი მაია ორჯონიკიძე გამოკითხვაზე დაიბარეს

პუბლიცისტი მაია ორჯონიკიძე ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე ჩვენებას მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე მისცემს. 

"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი გამოკითხვაზე სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიბარა. ფაქტს ლილუაშვილის უწყებაში ადასტურებენ. 

პუბლიცისტი ოპოზიციის მხარდამჭერების მიზანმიმართულ დევნაზე საუბრობს და ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი საბჭოთა რეპრესიების დროსაც არ ახსენდება. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე" გამოძიება 29 ოქტომბერს დაიწყო. 

ლილუაშვილის უწყებამ აუდიოფაილებიც გაავრცელა, რომელიც მათი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაშია ჩაწერილი. სუს-ის მტკიცებით, ენმ-ს წევრები "დესტრუქციულ ქმედებებზე" საუბრობენ. 

მსგავსი სიახლეები