მონას ძახილი და ხელების ბრახუნი - თამარ გაბუნია მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილ-ტიკარაძეს შორის დაპირისპირებას უარყოფს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, ირწმუნება, რომ ეკატერინე ტიკარაძესა და პრემიერ ღარიბაშვილს შორის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.
"ტვ პირველის" კითხვაზე, იყო თუ არა მინისტრის გადადგომამდე მთავრობის სხდომაზე „ხელების ბრახუნი“ და ისმოდა თუ არა ფრაზა „აქ მონა არავინ არ არის”, გაბუნია ამბობს: „არ მახსენდება, ცალსახად უარვყოფ”.
ამასთან, მინისტრის მოადგილე "მწვანე პასპორტზე" საუბრისას აღნიშნავს, “მწვანე პასპორტთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა სამედიცინო სფეროში რამდენიმე ხანია, არსებობს”.
რაც შეეხება კანცელარიაში დღეს გამართულ მთავრობის სხდომას, სადაც ტიკარაძე არ მივიდა, თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ მისი დასწრება საკმარისი იყო:
დღეს სამთავრობო სხდომას მე ვესწრებოდი. ჯანდაცვის სამინისტროს დღეს სხდომაზე გასატანი საკითხი არ ჰქონია, ამდენად, ჩემი დასწრება საკმარისი იყო და მინისტრის დასწრება აუცილებელი არ იყო”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, შერჩეულია თუ არა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატურა, რაზეც მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ განაცხადა, რომ მისი ვარაუდით, კონსულტაციები მიმდინარეობს.
"ველოდებით ახალი კანდიდატის დასახელებას, რათა მასთან ერთად დავიწყოთ მუშაობა”,- განაცხადა გაბუნიამ.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას