მიხეილ სააკაშვილისთვის ეკლესიის პოზიცია სასიამოვნო აღმოჩნდა - ეკა ხერხეულიძე

13.12.21 16:27
მიხეილ სააკაშვილისთვის ეკლესიის პოზიცია სასიამოვნო აღმოჩნდა - ეკა ხერხეულიძე

მიხეილ სააკაშვილისთვის ეკლესიის პოზიცია სასიამოვნო აღმოჩნდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, გორის ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის მოსალაპარაკებლად ნებისმიერი ლოკაცია მისაღებია, თუმცა ფიქრობს, რომ საპატრიარქოში შეხვედრა ტექნიკურად რთულად განსახორციელებელია, რადგან ის ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. 

მიხეილ სააკაშვილისთვის სასიამოვნო აღმოჩნდა ეკლესიის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სურვილი გამოთქვეს, შეხვედრა გაიმართოს ეკლესიაში, საპატრიარქოში, თუმცა მას შეუძლებლად მიაჩნია ტექნიკურად განხორციელდეს ეს, ვინაიდან მისი პირობები ყველასთვის ცნობილია, ის არის პატიმრობაში, მას არ აქვს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა. მან არ იცის, როგორ უნდა მოგვარდეს ეს ტექნიკური დეტალები. თუ ეს მოგვარდება მის გარეშე, ცხადია, მას სადაც სთხოვენ შეხვედრას, არანაირი წინაპირობა არ აქვს სხვა, გარდა მზაობისა და ის გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს ნებისმიერ გარემოში, ეს იქნება საპატრიარქო, ეს იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თუ ეს იქნება გორის ჰოსპიტალი, ნებისმიერი ლოკაცია, ოღონდ დასრულდეს ეს დაპირისპირება, დასრულდეს ის მტრობა, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს. ყველას მადლობას უხდის და ფიქრობს, რომ დროულად უნდა განხორციელდეს ყველა ის ინიციატივა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში იქნება გაჟღერებული და მოქმედებაში მოიყვანოს ნებისმიერმა ინიციატორმა თავისი ინიციატივამ ვინაიდან ძალიან აგვიანდება ქვეყანას და მნიშნელოვანია, ეს პროცესი მალე დაიწყოს. ეს არის მისი პოზიცია, - განაცხადა ხერხეულიძემ. 

 ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, ოპოზიციას და ხელისუფლებას შერიგება ამბიონიდან შესთავაზა. სასულიერო პირი დიდ ეროვნულ შერიგებას პოლიტიკოსებს ეკლესიაში სთავაზობს. 

წმინდა სინოდის გავლენიანი ეპისკოპისი ფიქრობს, რომ ახლა ერთადერთი გზა შერიგება და შეცდომების აღიარებაა. მეუფე იაკობის თქმით, ის სიმართლეს კარგად ხედავს, თუმცა  პოზიციების დაფიქსირება სიტუაციას უფრო გაართულებს, ამიტომ არც ერთი მხარის დაკავებას არ აპირებს. 

მსგავსი სიახლეები