მივესალმები გიორგი მარგველაშვილის მიერ დიალოგის მხარდაჭერას - მიხეილ სააკაშვილი

13.12.21 16:42
მივესალმები გიორგი მარგველაშვილის მიერ დიალოგის მხარდაჭერას - მიხეილ სააკაშვილი

მივესალმები გიორგი მარგველაშვილის მიერ დიალოგის მხარდაჭერას, მით უმეტეს, რომ სამმხრივი შეხვედრის იდეა მისგან მოდიოდა - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სპეციალურ მიმართვაში საუბრობს. 

სააკაშვილი ამბობს, რომ შეხვედრების პარალელურად საზოგადოებამ საპროტესტო აქტიურობის ინტენსიფიკაცია უნდა მოახდინოს: 

ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია შეხვდეს საზოგადოების ფართო წრეებს, მოისმინოს მათი აზრი. იმედია ყველაზე პატარა ჯგუფებსაც კი შეხვდება და როგორც თვითონ ისაუბრა "ინკლუზიურ პროცესებზე", ეს პრაქტიკულად განხორციელდება.
ამის პარალელურად საზოგადოებამ უნდა მოახდინოს ინტენსიფიკაცია საპროტესტო აქტიურობის, რაც წარმოადგენს ინსტრუმენტს ჩართულობისთვის და ყველას დაფიქრებისთვის"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს მეოთხე პრეზიდენტთან,  გიორგი მარგველაშვილთან, ერთად გორის ჰოსპიტალში შეხვედრას სთავაზობს.  თავად მარგველაშვილი ასეთ შეხვედრას მიესალმება. მოქმედ პრეზიდენტს კი პოზიცია არ დაუფიქსირებია. თუმცა ზურაბიშვილმა აშშ-ის ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ წამოიწყებს „ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისის განმუხტვისთვის, მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, სალომე ზურაბიშვილს საგანგებო შეხვედრა რამდენიმე თვის წინ "ტვ პირველის" ეთერიდან შესთავაზა.

მსგავსი სიახლეები