გიული ალასანია არ გამორიცხავს, რომ საყოველთაო შერიგების იდეა პატრიარქს ეკუთვნოდეს
მეუფე იაკობის შეთავაზე მისაღები და მოსაწონია მესამე პრეზიდენტის დედისთვის, გიული ალასანიასთვის. ალასანიას თქმით, საპატრიაქრო საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლოს და მისი პროცესში ჩართულობა წარმატების გარანტია.
გიული ალასანია გორის სმახედრო ჰოსპიტალში ცოტა ხნის წინ მივიდა.
ძალიან კარგი ინიციატივაა, ძალიან მომწონს, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, საპატრიარქოს ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს, მაღალი ნდობა აქვს საზოგადოების ასე რომ, თუ საპატრიარქო აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში, მე ვფიქრობ, რომ ეს წარმატებული იქნება, - თქვა ალასანიამ.
პრეზდენტის დედა არ გამორიცხავს, რომ საყოველთაო შერიგების იდეა საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ეკუთვნოდეს.
ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ოპოზიციას და ხელისუფლებას შერიგება ამბიონიდან შესთავაზა. სასულიერო პირი დიდ ეროვნულ შერიგებას პოლიტიკოსებს ეკლესიაში სთავაზობს.
წმინდა სინოდის გავლენიანი ეპისკოპისი ფიქრობს, რომ ახლა ერთადერთი გზა შერიგება და შეცდომების აღიარებაა. მეუფე იაკობის თქმით, ის სიმართლეს კარგად ხედავს, თუმცა პოზიციების დაფიქსირება სიტუაციას უფრო გაართულებს, ამიტომ არც ერთი მხარის დაკავებას არ აპირებს.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას