პარლამენტის ვიცე სპიკერს გიორგი ვოლსკის საყოველთაო შერიგების იდეა არ მოსწონს
პარლამენტის ვიცე სპიკერს გიორგი ვოლსკის საყოველთაო შერიგების იდეა არ მოსწონს. როგორც "ქართული ოცნების" დეპუტატმა განაცხადა, "ეკლესია არ ითვალისწინებს ურთიერთობებს ულტიმატუმის პირობებში".
მეუფე იაკობი, სასულიერო პირები თავის მოსაზრებაში, რასაკვირველია, გამოხატავენ ეკლესიის მზადყოფნას რომ ადამიანები ერთმანეთს შეახვედროს. ეს ის თემა არ არის, რომელიც რეალურ სურვილებთან არის დაკავშირებული, რომ სახელმწიფოში კარგად იყოს მდგომარეობა. ერთის მხრივ არის მუქარა დესტაბილიზაციის და რევოლუციის პროცესების განვითარების თუ არ იქნება სააკაშვილის გათავისუფლება, რიგგარეშე არჩევნები და მთელი რიგი სხვა საკითხები, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება ომი და არეულობა. ეს არის ულტიმატუმი. ასე რომ, ეკლესიის ფორმატი არანაირად არ ითვალისწინებს არანაირ ურთიერთობებს აი, ასეთი ულტიმატუმის პირობებში, - თქვა ვოლსკიმ.
ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ოპოზიციას და ხელისუფლებას შერიგება ამბიონიდან შესთავაზა. სასულიერო პირი დიდ ეროვნულ შერიგებას პოლიტიკოსებს ეკლესიაში სთავაზობს.
წმინდა სინოდის გავლენიანი ეპისკოპისი ფიქრობს, რომ ახლა ერთადერთი გზა შერიგება და შეცდომების აღიარებაა. მეუფე იაკობის თქმით, ის სიმართლეს კარგად ხედავს, თუმცა პოზიციების დაფიქსირება სიტუაციას უფრო გაართულებს, ამიტომ არც ერთი მხარის დაკავებას არ აპირებს.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას