სასამართლოში პუბლიცისტ მაია ორჯონიკიძის გამოკითხვა დასრულდა
სასამართლოში პუბლიცისტ მაია ორჯონიკიძის გამოკითხვა დასრულდა. გამოძიებას კითხვები მისი "ფეისბუქ" მეგობრის სტატუსის შესახებ ჰქონდა.
გამომძიებლებს აინტერესებდათ, ეთანხმებოდა თუ არა ანტისახელმწიფოებრივი შინაარსის ფეისბუქსტატუსს და გაუზიარებია თუ არა ის საკუთარ გვერდზე.
მკითხეს, ეთანხმებით თუ არა ამ სტატუსს. წამიკითხეს სტატუსი და მკითხეს, გაგიზიარებიათ, თუ არა აღნიშნული სტატუსი. მართლა არ გამიზიარებია. გამიზიარებია კი არა, მსგავსი არც წამიკითხავს. სუსს ასეთი ინფორმაცია აქვს, რომ გავაზიარე და მერე წავშალე.
9 წელიწადია, რაც მე ამ ხელისუფლებას ვეწინააღმდეგები, მაგრამ არავითარი ბომბების გაკეთება და დაცხრილვა ამათი არ დამიწერია. არც გამიზიარებია, არც დავწერდი და ასეთი რამ აზრადაც არ მომსვლია"- აცხადებს პუბლიცისტი მაია ორჯონიკიძე.
პუბლიცისტი სუს-მა უწყებაში დაიბარა, თუმცა მაია ორჯონიკიძემ ლილუაშვილის უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადა და მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას დათანხმდა.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას