სავარაუდო ფარმაკოლოგიური წამება - მიხეილ სააკაშვილზე ომბუდსმენის დასკვნა დღეს გასაჯაროვდება
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის დასკვნა დღეს გასაჯაროვდება.
დასკვნაში პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება საუბარი.
დასკვნაში იქნება აღწერილი მისი ფიზიკური მდგომარეობა, მისი ფსიქო-ნევროლოგიური სტატუსი. აგრეთვე შევეხებით იმ მკურნალობას რა მკურნალობაც უტარდება. მდგომარეობა არის საყურადღებო, მისი სომატური მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ ჯერ კიდევ რჩება ნევროლოგიური სტატუსი.
ჯერ ხელი არ მოგვიწერია დასკვნისთვის, მაგრამ რამდენადაც ჩემი პირადი ინფორმაცია არის ჩვენ ვერ ვნახეთ იქ ფარმაკოლოგიური წამება, იყო ლაპარაკი, რომ დოზები არის გაზრდილი ფსიქოტროპული ნივთიერებების, ესეც ჩვენ ვერ ვნახეთ, ვერც სამედიცინო ბარათის შემოწმების დროს", - ამბობს კონსილიუმის წევრი, გიორგი გრიგოლია.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას