პროტესტი იქნება ძალიან ინტენსიური - ოპოზიცია უწყვეტი აქციებისთვის ემზადება
პროტესტი იქნება ძალიან ინტენსიური - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადება.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის, განცხადებით, მიუხედავად სადღესასწაულო დღეებისა, ოპოზიცია საპროტესტო აქციებს არ შეწყვეტს.
პროტესტი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი საზოგადოების და ოპოზიციის, ყველა იმ ადამიანის ხელში, ვინც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ. პროტესტი იქნება ძალიან ინტენსიური, მათ შორის დიდი პროტესტი გვაქვს 21 დეკემბერს დაგეგმილი. სასამართლო პროცესი იმართება მალე. ასევე ქალაქებში არის ძალიან სერიოზული კერები, თბილისში გაგრძელდება ეს პროტესტი. ეს არ იქნება ის, რომ აი ახალი წელი მოდის და ვინმე დაისვენებს. რაც არ უნდა ზოგადად ჟღერდეს, ბრძოლა არის ის ერთადერთი იარაღი, ოპოზიციის ხელში რაც ჩვენ გვაქვს"- აცხადებს დეკანოიძე.
ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ოპოზიციის ლიდერებს და მხარდამჭერებს მიმართავს და აქციების აუცილებლობაზე საუბრობს:
"თავდადებისა და წინააღმდეგობის კერების გარეშე არაფერი გამოვა" - ამბობს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მიმართვაში.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას გამართავს.
ნიკა მელიას განცხადებით, აქცია - "თავისუფლება მიშას" თბილისში, რუსთაველის გამზირზე 18:00 საათზე დაიწყება.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას