პოლიტიკური ვითარების განმუხტვისთვის საჭიროა ვადამდელი არჩევნები - სალომე სამადაშვილი
იმისთვის, რომ პოლიტიკური ვითარება განიმუხტოს, საჭიროა ვადამდელი არჩევნები - ამის შესახებ "ტვ პირველს" "ფრაქცია "ლელოს" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა, განუცხადა.
ოპოზიციონერი დეპუტატი იმ გზებზე საუბრობს, რომლითაც ქვეყანა ვადამდელ არჩევნებამდე უნდა მივიდეს:
მიმაჩნია, რომ ბრძოლის ყველა გზა, მათ შორის ქუჩის აქციები, ამ შემთხვევაში აუცილებელია. ისევე როგორც აუცილებელია საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა, საპარლამენტო შესაძლებლობების გამოყენება, მათ შორის იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მივაღწიოთ, რაც ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია"- ამბობს სამადაშვილი.
ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ოპოზიციის ლიდერებსა და მხარდამჭერებს მიმართავს და აქციების აუცილებლობაზე საუბრობს:
"თავდადებისა და წინააღმდეგობის კერების გარეშე არაფერი გამოვა" - ამბობს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მიმართვაში.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას გამართავს.
ნიკა მელიას განცხადებით, აქცია - "თავისუფლება მიშას" თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 18:00 საათზე, დაიწყება.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას