ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, ქუჩის პროტესტის გაგრძელება აუცილებელია - ნინო ბურჯანაძე
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, "ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე, ქუჩის პროტესტის აუცილებლობაზე საუბრობს.
მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს:
ქვეყნის ყოფნა -არყოფნაზეა საუბარი, ამიტომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები იქნას მოპოვებული, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს. ამას კი ნამდვილად, სერიოზული აქტიურობა სჭირდება საზოგადოების მხრიდან და ქუჩის პროტესტის გაგრძელება"- განაცხადა "ტვ პირველთან" ნინო ბურჯანაძემ.
ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ოპოზიციის ლიდერებსა და მხარდამჭერებს მიმართავს და აქციების აუცილებლობაზე საუბრობს:
"თავდადებისა და წინააღმდეგობის კერების გარეშე არაფერი გამოვა" - ამბობს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მიმართვაში.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას გამართავს.
ნიკა მელიას განცხადებით, აქცია - "თავისუფლება მიშას" თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 18:00 საათზე დაიწყება.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას