"გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერი" - თალაკვაძე უარყოფს, რომ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად განიხილება
არჩილ თალაკვაძე უარყოფს, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება. თალაკვაძის განმარტებით, ეკატერინე ტიკარაძესთანე ერთად იმიტომ გამოჩნდა, რომ ის მისი თანაგუნდელია, ხოლო ელიმინაციის პროგრამის წარდგენას ყოველწლიურად ესწრება.
ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს მინდა, წარმატება ვუსურვო. მის გვერდით ჯდომა, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ თანაგუნდელები. ის რჩება ჩვენ გუნდში, რჩება პოლიტსაბჭოში.
მის გვერდით ვიჯექი იმიტომ, რომ ის არის ჩვენი თანაგუნდელი. მსჯელობა არის ჯანდაცვის ახალ მინისტრთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერი", - ამბობს თალაკვაძე.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას