თუ ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას ახლა არ ვუწამლეთ, მერე გვიანი იქნება - არმაზ ახვლედიანი
თუ ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას ახლა არ ვუწამლეთ, მერე შეიძლება, გვიანი იყოს, - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა, არმაზ ახვლედიანმა, პარლამენტის პლენარულს სხდომაზე განაცხადა. დეპუტატი თვლის, რომ საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში მისი ადგილი პარლამენტში არ იქნება.
პოლარიზების საკითხი საქართველოში ისეთი დრამატულია, ისეთი უფსკრულია საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს შორის, ასევე პოლიტიკურ სპექტრში, რომ თუ სწორედ ახლა ამას არ ვუწამლეთ, ვფიქრობ, რომ შეიძლება, იყოს ყველაფერი გვიან. მე ჩემდათავად თუ ეს ვერ მოხერხდა, ვერ ვხედავ ჩემს ადგილს საქართველოში პარლამენტში, - თქვა არმაზ ახვლედიანმა.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას