შერიგების ერთადერთი ფორმულა ენმ-ს მხრიდან არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმაა - ზილფიმიანი
დამოუკიდებელ დეპუტატს, დავით ზილფიმიანს მიაჩნია, რომ შერიგების ერთადერთი ფორმულა " ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არცევნებში მონაწილეობაზე უარის თქმაა. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
დეპუტატის თქმით, შერიგება მონანიების და წართმეულის დაბრუნების გარეშე, მიუღებელია.
როდესაც შენ, მინიმუმ, რაღაცას რაც მომპარეს, რაც წამართვეს, რაც დამინგრიეს, იმას დამიბრუნებ, მერე მოინანიებ და ბოდიშს მოიხდი, ხელს გამომიშვერ და შეიძლება ჩამოგართვა ხელი. ისე, უბრალოდ, იცი რა, რაც გაგიკეთე-გაგიკეთე, ახლა მოდი შევრიგდეთ, აი, ეს არ არის შერიგება. შერიგების ერთადერთი ფორმულა ზილფიმიანმა დადო ერთი თვის წინ, უფრო მეტიც. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ მორატორიუმი გამოაცხადოს პირველივე არჩევნებზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" , უარი განაცხადოს არჩევნებში მონაწილეობაზე, მხოლოდ ეს არის, - თქვა დავით ზილფიმიანმა.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას