ვიდრე ამ კრიმინალებს პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია აქვთ, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია - ირაკლი კობახიძე
ვიდრე ამ ადამიანებს, დამნაშავეებს, კრიმინალებს აქვთ პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ეროვნულ შერიგებასთან დაკავშრებით.
აღნიშნული განცხადებით კობახიძემ, ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ თქვა, რომ შერიგება არ მოხდება.
ამ პოლიტიკურმა ძალამ და მისმა ლიდერებმა ერთი, უნდა აღიარონ ყველა დანაშაული, უმძიმესი დანაშაული, რაც აქვთ მ,ათ ჩადენილი, წამების, ღირსების შელახვის, არაადამიანური მოპყრობის, ტერიტორიების დათმობის, მედიის მიტაცების, ბიზნესის რეკეტის ჩათვლით, რასაც ჰქონდა სისტემური ხასიათი, ამის შემდეგ უნდა თქვან, რომ ასეთი დანაშაულებების ჩამდენ პოლიტიკოსებს, ბუნებივია, ადგილი აღარ აქვთ პოლიტიკაში, ეს უნდა აღიარონ, ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს საუბარი ერიგებაზე, მაგრამ ვიდრე ამ ადამიანებს, დამნაშავეებს, კრიმინალებს აქვთ პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია, - განაცხადა კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას