გახარიას გუნდი პარლამენტში ფრაქციის შექმნას ითხოვს

14.12.21 13:57
გახარიას გუნდი პარლამენტში ფრაქციის შექმნას ითხოვს

გახარიას პარტია პარლამენტში დამატებით უფლებებს ითხოვს. ექპრემიერის  გუნდს  პარლამენტში ფრაქციის შექმნა სურს, თუმცა  ამის შესაძლებლობას მმართველი გუნდი არ აძლევს.

პარტიის ,,საქართველოსთვის" წევრები შერჩევითობაზე საუბრობენ, ,,ქართული ოცნება" კი გადაწყვეტილებას კონსტიტუციის ჩანაწერით ხსნის.

პარტიის ,,საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური, დღეს გამართულ ბიურის სხდომაზე დაინტერესდა, რატომ არ აძლევენ მის გუნდს ფრაქციის შექმნის შესაძლებლობას, თუ საკანონმდებლო ორგანომ სხვების მიმართ გამონაკლისი დაუშვა.

,,ნაცმოძრაობის" წარდგენით პარლამენტში მყოფი დეპუტატი ხაბულიანი გამოვიდა ,,ენმ"-ს ფრაქციიდან და ,,ლელოსთან" შექმნა ფრაქცია, რაც მისასალმებელია.  კითხვა მაქვს ასეთი, ჩვენ ვართ 6 კაცი, თუ სხვა პარტიის წარმომადგენელი შემოგვიერთდება, მოგვეცემა ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა? - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ირაკლი კობახიძე გახარიას გუნდის ინიციატივას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, გახარიას თანაგუნდელები "ბედნიერები უნდა იყვნენ, რომ პარლამენტში ,,ოცნების" წყალობით მოხვდნენ".

აღნიშნული კომენტარის გაჟღერების შემდეგ გიორგი გახარიას პარტიაში ვარაუდობენ, რომ მმართველი პარტია მათ დასჯას გეგმავს.

 

 

მსგავსი სიახლეები