ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება შემაშფოთებელია - დეგნანი
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის, შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება შემაშფოთებელია.
დეგნანის თქმით, რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ნაკისრი ვალდებულება და შეწყდეს უკანონო დაკავებები.
ჩვენ ყოველთვის ძალიან გვაშფოთებს, როდესაც საქართველოს მოქალაქეების დაკავება, ან შევიწროება ხდება, ეს რა თქმა უნდა, უნდა შეწყდეს. ეს მაშინ მოხდება, როდესაც რუსეთი თავის ვალდებულებას შეასრულებს, რომელიც მან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელმოწერით აიღო. ეს ძალიან მარტივია. ყველა ელოდება იმას, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს აღნიშნული შეთანხმება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი დიალოგზე და გარემოს გაუმჯობესებაზე. როგორც კი რუსეთი 2008 წლის შეთანხმებას შეასრულებს, ასეთი ტიპის ფაქტები შეწყდება“, - განაცხადა დეგნანმა.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას