სადამსჯელო ღონისძიება მედიის წინააღმდეგ - მთავრობა კანონის მიღებას ჩქარობს

14.12.21 15:29
სადამსჯელო ღონისძიება მედიის წინააღმდეგ - მთავრობა კანონის მიღებას ჩქარობს

აზარტული თამაშების აკრძალვის  კანონპროექტი პარლამენტშია. მთავრობა ცვლილებათა პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. პრემიერის ინიციატივას დეპუტატები უკვე ხვალ  სესიაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. კანონპროექტზე მსჯელობა  გაერთანებული კომიტეტების სხდომაზე უკვე  მიმდინარეობს.

სხდომას მედიასაშუალებების მფლობელებიც ესწრებიან, რადგან თვლიან, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება სწორედ კრიტიკული მედიის გაჩუმებას ემსახურება. 

თუ არა მედიის ჩაწიხვლა, იმიტომ, რომ იცით, რომ მედია მხოლოდ რეკლამებით ცხოვრობს, რატომ უნდა იხილებოდეს ასეთი ფორსირებული წესით ეს  კანონპროექტი?  ღარიბაშვილი არის მავნე ადამიანი, რომელიც რასაც ეხება, პირდაპირ წალეკავს, რასაც შეეხო ეკონომიკა, ჯანდაცვა, რასაც შეეხო ყველაფერი დააჩოქა და დააჩმორა ამ ქვეყანაში. ეს მხოლოდ ტელევიზიების ჩაწიხვლის მეთოდებია, რომ კრიტიკული მედია ჩაწიხლონ, რომმას არ ჰქონდეს შემოსავალი, - ამბობს ტვ პირველის  დამფუძნებელი, ვატო წერეთელი. 

ამავე აზრს იზიარებს ოპოზიციაც. "ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი არა ლუდომანიას, არამედ კრიტიკულ მედიას და აზარტუყლი თამაშების ბიზნესში დასაქმებულ ათასობით ადამიანს ებრძვის. 

როდის ხდება კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვა, როდესაც პირდაპირ პარტიული ინტერესი აქვს „ქართულ ოცნებას“ და მისი პარტიის ინტერესის გატარება უნდა მაშინ იყენებს ხოლმე საგამონაკლისო მექანიზმს როგორიც არის დაჩქარება კანონპროექტის განხილვის. აი, ასეთ ფაცა-ფუცში დღეს უნდათ, რომ ეს პირველი მოსმენით მიიღონ, კანონპროქტი, რომელიც ძალიან შინაარსობრივ განხილვას საჭიროებს. ლუდომანიის პრობლემას სჭირდება სერიოზული ბრძოლის გამოცხადება, მაგრამ ის კანონპროექტი, რომელსაც ახლა პარლამენტი იხილავს, ის ლუდომანიას არ ებრძვის. ეს კანონპროექტი სამწუხაროდ, ისეა დაწერილი, რომ ის ებრძვის კრიტიკულ მედიას და  ათასობით ადამიანს, რომელიც ამ ბიზნესში არის დასაქმებული, - თქვა ნაცვლიშვილმა. 

მმართველ გუნდში თვლიან, რომ პრემიერის ინიციატივის არსი გაჭირვებული ადამიანების ზედავალიანებისგან დახსნაა. 

ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი მხრივ ეს აზარტული თამაშები წნეხია ჩვენი საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით წნეხია იმ ხალხისთვის, ვისაც ისედაც შეჭირვებული აქვს ცხოვრება. იმისთის, რომ საზოგადოებაში არ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ზედავალიანება აქვთ, სწორედ ეს არის მთავარი არსი ამ ინიციატივის და შეზღუდვის. გასაგებია, რომ მეორე მხარეს შეიძლება ეს იყოს ბიზნესისთვის ან მედიისთვის გარკვეულწილად წამგებიანი, მაგრამ აქ ფასეულობები უნდა ერთმანეთს შევუწონოთ. ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული სოციალური საკითხების სასარგებლოდ, - თქვა შალვა პაპუაშვილმა. 

საპირისპიროს ამტკიცებს სახელისუფლებო გუნდი. "ქართული ოცნების" დეპუტატი შალვა პაპუაშვილი თვლის, რომ კანონპროექტი გაჭირვებული ადამიანების საკეთილდღეოდ იმუშავებს.  

ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი მხრივ ეს აზარტული თამაშები წნეხია ჩვენი საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით წნეხია იმ ხალხისთვის, ვისაც ისედაც შეჭირვებული აქვს ცხოვრება. იმისთის, რომ საზოგადოებაში არ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ზედავალიანება აქვთ, სწორედ ეს არის მთავარი არსი ამ ინიციატივის და შეზღუდვის. გასაგებია, რომ მეორე მხარეს შეიძლება ეს იყოს ბიზნესისთვის ან მედიისთის გარკვეულწილად წამგებიანი, მაგრამ აქ ფასეულობები უნდა ერთმანეთს შევუწონოთ. ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული სოციალური საკითხების სასარგებლოდ, - თქვა პაპუაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები