საკითხი ჩემთვის დახურულია, ანუ გამოკვლევებულია - სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა

14.12.21 15:46
საკითხი ჩემთვის დახურულია, ანუ გამოკვლევებულია - სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა

საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამია მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. საქმე ეხება 29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე,  გვარამიას მიერ პროკურორის მისამართით გამოყენებულ სიტყვას - "გამოკვლევებული". 

გვარამია დღეს გამართულ პროცესს სამარცხვინოს უწოდებს. მისი თქმით, თავად ის იყო სასამართლო პროცესზე მუქარის მსხვერპლი და აპირებს, პროკურატურაში გამომძიებლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს.

პროცესზე ვიკითხე, ხომ ყველაფერი გამოვიკვლიეთ-მეთქი. სხდომა დასრულებული იყო, მაგრამ მოსამართლე ჯერ კიდევ დარბაზში იყო. ვიხუმრე, ეს საკითხი გამოკვლევებულია-მეთქი? რადგან ჩემთვის ეს მართლა ხუმრობაა. რაზეც გამომძიებელმა ბრეგვაძემ მითხრა, რომ ცეცხლს ვეთამაშები. ცეცხლს ეთამაშები- ეს არის მუქარა. ამის შემდეგ მან დაიწყო მტკიცება, რომ ხუმრობდა. ამასთან დაკავშირებით მე შევიტან განცხადებას პროკურატურაში, მოვითხოვ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას გამომძიებელ ბრეგვაძეზე მუქარის მუხლით. საკითხი ჩემთვის დახურულია, ანუ გამოკვლევებულია. ვინ ეთამაშება ცეცხლს, ამას ვნახავთ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

 

მსგავსი სიახლეები