"ნუ გადაჭრით საკითხს ნაჯახით, გადადეთ" - ჯანგირაშვილი მედიის წიანაღმდეგ მიმართულ კანონზე
ტელეკომპანია "კავკასიას" დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, რომ პარლამენტმა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მედიის წიანაღმდეგ მიმართული კანონპროექტი დროებით შეაჩეროს და მისი მიღება განხილვამდე გადადოს. ამის შესახებ ჯანგირაშვილმა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობას მიმართა.
მე მოგიწოდებთ და გთავაზობთ, რომ გადადოთ ეს საკითხი., რაც შეეხება რეკლამის და მედიის ნაწილს. მოგიწოდებთ, ვიმუშავოთ შეზღუდვებზე, ფორმა მოვიფიქროთ. პირადად ჩემი არხი არ ზარალდება ამის აკრძალვით, მაგრამ ეს იქნება გონივრული. დავადგინოთ რაღაც გარდამავალი პერიოდი. ასე ნაჩქარევად ეს საკითხი არ გაიტანოთ,ვიცი რომ გაქვთ უმრავლესობა, მაგრამ ჩვენი ინდუსტრიის თხოვნაა, რომ ეს არ გააკეთოთ. მოვისმინოთ არგუმენტები. მოდი ნუ გადაჭრით ამ საკითხს ნაჯახით", - ამბობს ნინო ჯანგირაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტის კომიტეტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებაზე. კანონპროექტზე მსჯელობა გაერთანებული კომიტეტების სხდომაზე საათზე მეტია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა "ტვ პირველის" დამფუძნებელსა და კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს შორის. მმართველი პარტიის ლიდერმა კრიტიკული მედიის მენეჯერს "უზრდელი" უწოდა და სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.
პრემიერის ინიციატივას დეპუტატები უკვე ხვალ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას