სასულიერო პირების გამოჩენა ნიშნავს, რომ კანონპროექტს რიხინ-რიხინით მიიღებენ - ნანა აბურჯანიძე
"ტვ პირველის" აღმასრულებელი დირექტორ, ნანა აბურჯანიძეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სასულიერო პირების გამოჩენა, უჩენს განცდას, რომ პარლამენტი არაფრის დათმობას არ აპირებს და აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ კანონპროექტს "რიხინ-რიხინით" მიიღებენ.
მისი თქმით, ხელისუფლებისგან ვერ მოისმინეს არგუმენტი, რატომ იღებენ აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვის კანონპროექტს დაჩქარებული წესით.
ნამდვილად არ ველოდი, რომ დარბაზში სასულიერო პირები, საპატრიარქოს წარმომადგენლები დაგვხვდებოდნენ. ეს ერთგვარად ნიშანია, რომ პარლამენტი არაფრის დათმობას არ აპირებს. სავარაუდოდ, ეს კანონი ასე დაჩქარებული წესით და ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე "რიხინ-რიხინით" ჩაივლის.
ჩვენ დილიდან აქ ვართ, დავაფიქსირებთ ჩვენ პოზიციას და მოვითხოვთ, შუალედურ ვადას მაინც, რომ მოვახერხოთ ამ დანაკლისის აღდგენა მაინც.
გუშინ ვერ მოვისმინეთ, რა შეიძლება ყოფილიყო ამგვარი დაჩქარების ლეგიტიმური მიზეზი. მესმის, რომ აზარტული თამაშების კონტროლი ან რეგულირების გამკაცრება შეიძლება იყოს დღევანდელი საზოგადოების დაკვეთა და ჩვენ ამას არანაირად არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ ასე "ფართხა-ფურთხით", მოკლე ვადაში გაუაზრებლად, რისკების შეუფასებლად ზარალის შეუფასებლად არ უნდა ხდებოდეს კანონის მიღება"- განაცხადა ნანა აბურჯანიძემ.
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ, რომლის მთავარი მიზანი მედიამენეჯერების შეფასებით, სწორედ კრიტიკული მედიის ფინანსურად განადგურებაა.
დამოუკიდებელი ტელევიზიების ხელმძღვანელები სატელევიზიო რეკლამის აკრძალვას აპროტესტებენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლებამ კანონის ეს ნაწილი, კრიტიკული მედიის "მოგუდვისთვის" გამოიგონა.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას