ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის საქმე - ბოლო სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
ჯაფარიძე ხაზარაძე წერეთლის საქმე - რამდენიმე წუთში საქმეზე დღეს ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართება
მოსამართლემ დღეს უნდა თქვას გაუშვებს თუ არა ციხეში "ლელოს" ლიდერებსა და ტვ პირველის დამფუძნებლის მამას.
საქმეს მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.
სამწლიანი დავის მიუხედავად, პროკურატურამ რეზონანსული საქმეზე ვერც დაზარალებული და ვერც მომჩივანი იპოვა.
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეში საერთაშორისო ექსპერტმა, პაულინ დევიდმა, ფულის გათეთრების კვალი ვერ იპოვა.
ხმაურიანი სასამართლო პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან აქცია გაიმართება.
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ.
ავთანდილ წერეთელს შოთაძის უწყება ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.
ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას