სამწლიანი ჯოჯოხეთის პირველი ეტაპი მთავრდება, კარგი მოლოდინი არ მაქვს - ვატო წერეთელი

16.12.21 11:12
სამწლიანი ჯოჯოხეთის პირველი ეტაპი მთავრდება, კარგი მოლოდინი არ მაქვს - ვატო წერეთელი

"ტვ პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი არ გამორიცხავს, რომ მოსამართლემ ბიძინა ივანიშვილის სურვილი შეასრულოს და დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის მიმართ. წერეთელი ამბობს, რომ ფულის გათეთრების რაიმე კვალი საქმეში არ არსებობს და ამას საერთაშორისო ექსპერტებიც ადასტურებენ. 

სამწლიანი ჯოჯოხეთის პირველი ეტაპი მთავრდება ჩემი ოჯახისთვის - შანტაჟი და მუქარა, რას უნდა ველოდებოდე "ქართული ოცნების" მოღუნულ ტვინში რა მოიხარშება, არაფერ კარგს რომ არაფერს არ უნდა ველოდეთ ეს ვიცით, თუმცა ვნახოთ, არანაირი საფუძველი არ აქვს მოსამართლეს, მთელი მსოფლიო აღიარებს, ექსპერტები, სახალხო დამცველი, რომ რამე განაჩენი გამოიტანოს ისეთი, რაც საქმეზე წინააღმდეგობაში იქნება. კარგი მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს, ვფიქრობ, რომ მოსამართლე იტყვის იმას, რაც ბიძინა ივანიშვილს სურს, დაველოდოთ მოვლენებს", - ამბობს ვატო წერეთელი. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთში საქმეზე დღეს ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართება.

მოსამართლემ დღეს უნდა თქვას გაუშვებს თუ არა ციხეში "ლელოს" ლიდერებსა და ტვ პირველის დამფუძნებლის მამას. 

საქმეს მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. 

სამწლიანი დავის მიუხედავად, პროკურატურამ რეზონანსული საქმეზე ვერც დაზარალებული და ვერც მომჩივანი იპოვა. 

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეში საერთაშორისო ექსპერტმა, პაულინ დევიდმა, ფულის გათეთრების კვალი ვერ იპოვა. 

ხმაურიანი სასამართლო პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან აქცია გაიმართება. 

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი  2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ. 

ავთანდილ წერეთელს შოთაძის უწყება ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება.

მსგავსი სიახლეები