არაადამიანური მოპყრობის კვალი - სააკაშვილთან ფსიქოთერაპევტი კვლავ არ შესულა

16.12.21 11:45
არაადამიანური მოპყრობის კვალი - სააკაშვილთან ფსიქოთერაპევტი კვლავ არ შესულა

სახალხო დამცველის რეკომენდაციიდან 24 საათზე მეტი გავიდა, თუმცა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან ფსიქოთერაპევტი კვლავ არ შესულა. სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის  ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტისთვის ახალი ფსიქოთერაპევტის მოძიების პროცესი მიმდინარეობს. 

ჩვენ ვითხოვთ, სრულად იქნას შესრულებული ის მოთხოვნები, რომელიც სახალხო დამცველის კონსილიუმმა შეადგინა. მიხეილ სააკაშვილს უნდა ჩაუტარდეს სრული, ადეკვატური, შესაბამისი მკურნალობა. რამდენადაც ვიცი მიმდინარეობს, ახალი ფსიქოთერაპევტის მოძიების პროცესი, ჩვენც ვართ პროცესში და ვცდილობთ რომ დავაორგანიზოთ.

პრეზიდენტს უნდა ჩაუტარდეს და გაეწიოს ყველა სამედიცინო მომსახურება, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეესაბამება და სჭირდება. თუ ეს არის  უცხოეთში გასაგზავნი მომსახურება ეს უნდა მოხდეს", - ამბობს შოთა თუთბერიძე. 

მიხეილ სააკაშვილს დღეს,, გორის ჰოსპიტალში ადვოკატები შეხვდებიან.  ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრების დასკვნა 2 დღის წინ გასაჯაროვდა. კონსლილიუმის წევრები  ამბობენ, რომ სააკაშვილს დღემდე ეტყობა გლდანის ციხეში მოწყობილი ე.წ. შუმოკის და იქ განვითარებული მოვლენების შედეგად მიღებული შოკი. 

მსგავსი სიახლეები