აღენიშნება პოსტტრავმული, სტრესული აშლილობა - სააკაშვილზე ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნა ცნობილია

14.12.21 19:16
აღენიშნება პოსტტრავმული, სტრესული აშლილობა -  სააკაშვილზე ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნა ცნობილია

მიხეილ სააკაშვილზე სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა ცნობილია - ფსიაქიატრი მარინა კურატაშვილის განცხადებით, "ყველაფერს ჯობია, რომ თავისუფალი იყოს".

 ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები პირდაპირ ამბობენ, რომ სააკაშვილს დღემდე ეტყობა გლდანის ციხეში მოწყობილი ე.წ. შუმოკის და იქ განვითარებული მოვლენების  შედეგად მიღებული შოკი. 

ფსიქიატრის თქმით,  ამ მომენტების გახსენება  სააკაშვილს ისევ მძიმე მდგომარეობაში აგდებს. 

მისი მკურნალობისა და რეაბილიტაციის საჭიროებები უნდა განისაზღვროს, შემდეგ უნდა გაირკვეს, რამდენად შესაძლებელია ამის ჩვენს ქვეყანაში განხორციელება. 

საჭიროება ბევრია რა თქმა უნდა, ყველაფერს ჯობია თავისუფალი იყოს. მაშინ ალბათ კარგად იქნება"- თქვა მედიკოსმა.

ექიმ თენგო წულაძის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილს აქვს ნევროლოგიური და ფსიქიკური პათოლოგიები, მათ შორის, დეპრესია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.

პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო! ნევროლოგიური სიმპტომატიკიდან რჩება გარკვეული პათოლოგია, ესაა მზერის პარეზი, წონასწორობის დარღვევა, ზოგადი სისუსტე, გამოხატულია ანემია, ფსიქიკური თვალსაზრისით გამოხატულია ზომიერიდან მძიმემდე დეპრესია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა - განაცხადა ექიმმა თენგო წულაძემ. 

მისი თქმით, პაციენტის მკურნალობა სტაბილურია, თუმცა მათი რეკომენდაცია ფსიქოთერაპიის შესახებ არ შესრულდა. 

ფიზიკური რეაბილიტაციაც ძალიან მნიშნელოვანია. მოგეხსენებათ, ნევროლოგიური დაავადებები ხშირად არ მთავრდება ერთ დღეში და ერთ კვირაში და ამიტომ ხანგრძლივად საჭიროებს რეაბილიტაციას, რეაბილიტაციას კიდევ ხელს უშლის დეპრესიაც და პოსტტრამვული სტრესული აშლილობაც და ფსიქოთერაპია ამ მხრივაც დაგვეხმარება, რომ რეაბილიტაცია სრული მოცულობით ჩატარდეს" - თქვა მან. 

მედიკოსები მხარს არ უჭერენ სააკაშვილის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას.

ომბუდსმენის მიერ შექმნილმა კონსილიუმმის დასკვნას 9 ექიმი აწერს ხელს. დასკვნა ორი ნაწილისგან შედგება, მათგან ერთი იქნება საჯარო, მერე კი კლინიკას გადაეცემა. 

 

  

მსგავსი სიახლეები