პრეზიდენტს ეყო თავხედობა, მივეწვიეთ ნაძვის ხის დღესასწაულზე - შალვა ნათელაშვილი
,,ლეიბორისტული პარტია" არ აპირებს, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ საახალხწლო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, კითხვები აქვთ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელმაც ნათელაშვილის თქმით, ფაქტობრივად, ,,ლეიბორისტული პარტიის" გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
ამას წინათ საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს ,,ლეიბორისტული პარტიის" აკრძალვის შესახებ, რადგან ჩვენ არ დავემორჩილეთ ოლიგარქის დიქტატს და არ გავუთეთრეთ გაყალბებული პარლამენტი.
დღეს პრეზიდენტს ეყო თავხედობა, მივეწვიეთ ნაძვის ხის დღესასწაულზე თავისთან. რა თქმა უნდა, მისვლას არ ვაპირებთ. თუმცა, პრეზიდენტთან შეკითხვები გვაქვს, რადგან მას ევალება სახელმწიფოში ადამიანების უფლებების უმაღლესი დაცვა. მისი მოქალაქეები უშაქრო ჩაით ხვდებიან ახალ წელს. პრეზიდენტი ხალხზე ზრუნვის ნაცვლად კი დაკავებულია ვაჭრების, პედოფილების, ნარკოდილერების, პოლიციელების მკვლელების გათავისუფლებით და ამნისტიებით",- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს უმასპინძლებს. საახალწლო ღონისძიებას ოპოზიციის ნაწილი დაესწრება. მოწვევაზე უარი განაცხადეს "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ევროპულმა საქართველომ", "ლეიბორისტულმა პარტიამ" და "დროამ". შეხვედრას დაესწრება "სტრატეგია აღმაშენებელი", პარტია "საქართველოსთვის" და პარტია "მოქალაქეები".
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას