ვიდეოხაფანგში გახვეული ოკუპანტები - "ძალა ერთობაშიამ" ბიბილოვის გეგმა გაშიფრა
ანტისაოკუპაციო მოძრაობამ "ძალა ერთობაშია" ანატოლი ბიბილოვის ე.წ სადემარკაციო რუკა გაშიფრა, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტის საქართველოს დამატებითი ტერიტორიების მითვისების გეგმა იყო გაწერილი. ანატოლო ბიბილოვმა "სადემარკაციო რუკა" დე ფაქტო პარლამენტს 2 კვირის წინ წარუდგინა. გეგმის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი 200 კვადრატული კმ ე.წ. საზღვრის მიღმა უნდა მოექცეს.
ვიდეომტკიცებულებები "ძალა ერთობაშიამ" საგანგებო ბრიფინგზე გაასაჯაროვა. უკანონო ბორდერიზაციის ამსხაველი კადრებიდან, ფოტოხაფანგიდან, კარგად ჩანს, როგორ ექცევა მახვთულხლართებში ჩვენი ტერიტორიები ამაში კი ხელს საოკუპაციო რეჟიმს ქართული მხარე არ უშლის.
ჩორჩანა-ჯვარის მონაკვეთზე ოკუპანტები ახალ მავთულხლართებს ავლებენ.