ხმაური ხელვაჩაურის საკრებულოში - სხდომა ,,,ნაცმოძრაობამ" პროტესტის ნიშნად დატოვა

17.12.21 14:05
ხმაური ხელვაჩაურის საკრებულოში - სხდომა ,,,ნაცმოძრაობამ" პროტესტის ნიშნად დატოვა

ხმაური ხელვაჩაურის საკრებულოში- "ნაციონალურმა მოძრაობამ" ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სხდომა, სადაც ბიუჯეტს განიხილავდნენ, პროტესტის ნიშნად დატოვა. 

სხდომის დატოვებამდე ,,ენმ"-ს დეპუტატებმა ბანერი ,,თავისუფლება მიშას" გამოფინეს და ბიუჯეტის დამტკიცება გააპროტესტეს. მათი თქმით, 2022 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი საჯარო მოხელეების პირად კომფორტზეა მორგებული და ფინანსურ დოკუმენტში არ არის გათვალისწინებული ადგილობრივების საჭიროებები.

სხდომის დასაწყისშივე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ხელვაჩაურის მერს, ზაზა დიასამიძეს, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოთხოვეს გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის, საქმესთან დაკავშირებით, რადგან გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებში სწორეს ხელვაჩაურის მერის  სახელი ფიგურირებს და საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი,  ვაჟა თაბაგიძე, მისი მამიდაშვილია.

მსგავსი სიახლეები