კითხვებს სვამდნენ საუბრის შინაარსის რეალურობაზე - ადვოკატი ალასანიას გამოკითხვაზე

17.12.21 17:19
კითხვებს სვამდნენ საუბრის შინაარსის რეალურობაზე - ადვოკატი ალასანიას გამოკითხვაზე

მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას გამოკითხვა სასამართლოში დასრულდა. ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, კითხვები საუბრის შინაარსს ეხებოდა. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ  ალასანიას ბრალი წაუყენონ.

ეს არის ფალსიფიცირებული ჩანაწერები, გამოძიება დაწყებულია უკანონო მოსმენაზე და კითხვებს სვამდნენ საუბრის შინაარსის რეალურობაზე. უნდოდათ, რომ ვინმეს დაედასტურებინა, რომ ეს თურმე რეალური ჩანაწერია, რომ შემდეგ დაეორგანიზებიანთ ხალხი, რომლებიც იტყოდნენ, რომ თემურ ალასანია ქართველ ხალხს აყენებს შეურაცხყოფას. 

მკაფიოდ გაეცა პასუხი, რომ  არცერთი იქ არსებული ფრაზები, ივანიშვილთან დაკავშირებული, ხალხთან დაკავშირებული ეს არ არის თემურ ალასანიას საუბარი. ეს არის შეკოწიწებული სხვდასხვა საუბრიდან" ,- ამბობს ბასიალაია.

მსგავსი სიახლეები